ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. აღნიშნულზე ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კობახიძე შეხვედრებს კონგრესმენებთან, სენატორებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის, თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან და ამერიკული Think Tank-ების ხელმძღვანელებთან გამართავს.