Fleabag-ის გულშემატკივრებისთვის შესანიშნავი ამბავი გვაქვს: ჩვენი საყვარელი ფიბი უოლერ-ბრიჯი ამჯერად საკულტო ფილმის, ინდიანა ჯონსის მეხუთე ნაწილში გამოჩნდება. ფიბი ფილმში ინდიანა ჯონსის როლის შემსრულებელ ჰარისონ ფორდთან ერთად ითამაშებს.

ინდიანა ჯონსი 14 წლის შემდეგ ბრუნდება! ფილმის პირველი ნაწილი 1981 წელს გამოვიდა, მეოთხე ნაწილი კი მაყურებელმა 2008 წელს იხილა. მართალია ფილმზე მუშაობას რეჟისორი ჯეიმს მანგოლდი გადაიბარებს, თუმცა მისი პროდიუსერი სტივენ სპილბერგი იქნება, რომელიც ფილმზე მუშაობის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული.

გადაღებები, სავარაუდოდ, ამ ზაფხულს დაიწყება. ფილმის შინაარსისა და ფიბი უოლერ-ბრიჯის როლის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ინდიანა ჯონსის მეხუთე ნაწილის პრემიერა 2022 წლის 29 ივლისისთვისაა დაგეგმილი.

ფიბი უოლერ-ბრიჯს განსაკუთრებული აღიარება სერიალმა Fleabag მოუტანა, რომლის შემქმნელიცა და მთავარი როლის შემსრულებელიც თავად გახლავთ. სერიალმა 2019 წლის ემის დაჯილდოებაზე საუკეთესო კომედიური სერიალის ნომინაციაში გაიმარჯვა, თავად ფიბი უოლერ-ბრიჯმა კი კომედიურ სერიალში საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდოც მოიპოვა.

ამავე თემაზე: