დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების 50-70% ე.წ. ბრიტანულ შტამს მიეკუთვნება.

"საუბარია, რომ 50-დან 70%-მდე ცირკულირებს ქვეყანაში, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ბრიტანული შტამი", — განაცხადა გამყრელიძემ რუსთავი 2-თან საუბრისას.

რამდენიმე დღის წინ, 7 აპრილს, გამყრელიძე ამბობდა, რომ ბრიტანული შტამის ცირკულაცია 20-30% იყო.