დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქარველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. იგი ამას ფართომასშტაბიან თავშეყრებს უკავშირებს,

"მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, მაგრამ, გვინდა, რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და არ შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში [...] ყველა ეს კლასტერი, რაც აქამდე გვაქვს, პირდაპირ, ან არაპირდაპირ უკავშირდება თავშეყრებს სხვადასხვა მიზეზით. იქნება ეს ქორწილები, იქნება ეს ქელეხი თუ დაბადების დღეები და ა.შ.

მარტო კონტროლი არ უშველის, თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნა, რომ, სწორედ, თავი უნდა შევიკავოთ ამ ტიპის თავშეყრებისგან", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-თან საუბარში.

გამყრელიძე სწორედ დიდ თავშეყრებს უკავშირებს იმას, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქებაა.