ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 28 უნივერსიტეტს 14 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ, პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

ფოტო: Leaf.ge

მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს, მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებით.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

De Montfort University სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც 1992 წელს დაარსდა. ის ლესტერში, დიდ ბრიტანეთში მდებარეობს.

სწავლება ინგლისურენოვანია, უცხოელ სტუდენტებს უნივერსიტეტი და პროფესორები ხელს უწყობენ ენის ცოდნის გაუმჯობესაბაში. დე მონტფორტში სტუდენტების რაოდენობა დაახლოებით 26000-ია. მათი უმრავლესობა ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლობს.

უნივერსიტეტში ოთხი სკოლაა:

  • ხელოვნების, დიზაინისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლა
  • ბიზნესისა და სამართლის სკოლა
  • ჯანდაცვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლა
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მედიის სკოლა.

სტუდენტებს შეუძლიათ როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლა.

ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს კრეატიულ დისციპლინებში მრავალი მიმართულებით .

ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი ერთ-ერთი წამყვანია უნივერსიტეტში და სტუდენტებს სთავაზობს მრავალ მიმართულებას, როგორებიცაა ბუღალტერია, სამართალი, პოლიტიკა, მარკეტინგი და ბიზნესი. საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტებს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლა შეუძლიათ.

ინჟინერიისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი ამზადებს პროფესიონალებს მრავალი მიმართულებით სამუშაოდ, როგორებიცაა კიბერ-უსაფრთხოება, ელექტრონული ინჟინერია, პროგრამირება და სხვა.

სწავლის გადასახადი დამოკიდებულია სტუდენტის პროფესიულ სფეროზე და მერყეობს 14 000-15 000 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში. 2021-2022 აკადემიური წლისთვის დაფინანსება შესაძლებელია 1 500-3 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ De Montfort University-ს წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/