მთავრობის ადმინისტრაციასთან კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები და შეკრებილები აცხადებენ, რომ სერიოზული ზიანი მიიღეს და კომენდანტის მოხსნის გარეშე ფუნქციონირება უჭირთ.

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ადგილზე კარვის გაშლას, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და კარავი წაართვა. მათი განცხადებით, უკვე მიმართეს სახალხო დამცველს.

რატომ წაართვა პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარავი და დაუბრუნებენ თუ არა, ამ კითხვის შსს-ს მივმართეთ. მათ პასუხს ველოდებით და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენდანტის საათი ქვეყანაში მეექვსე თვეა მოქმედებს. გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 9 ნოემბერს დაწესდა.