11-თვიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩს დააბრუნებენ
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, 11-თვიანი პაუზის შემდეგ უკრაინაში საქართველოს ელჩს დააბრუნებენ. ზალკალიანის თქმით, გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ, რადგან უკრაინაში სიტუაცია დაძაბულია.
"ახლა იმის დრო არ არის, რომ ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო იძაბება სიტუაცია, რომ ჩვენ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით", — განუცხადა მან რუსთავი 2-ს.
ზალკალიანმა განაცხადა ისიც, რომ ყველანაირად ეცდებიან უკრაინასთან ურთიერთობა განვითარდეს ისე, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს შეეფერებათ. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ოკუპაცია პირდაპირ კავშირშია, საქართველოში მიმდინარე ოკუპაციასთან.
"ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს. ძალიან დაზარალდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელწმიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. [...]
პროცესები, რა თქმა უნდა, ძალიან გვაღელვებს, რადგანაც უსაფრთხოება უკრაინის გარეშემო შექმნილი სიტუაცია, ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ევროპულ უსაფრთხოებას", — განაცხადა მან.
უკრაინიდან ელჩი 2020 წლის მაისში კონსულტაციებისთვის გამოიძახეს. მიზეზი უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა გახდა. ქართული მხარე აცხადებდა, რომ სტრატეგიულ პარტნიორს მმართველ თანამდებობაზე არ უნდა დაენიშნა პირი, რომელსაც საქართველოში სასჯელი აქვს მისჯილი.
მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობდა, რომ ელჩის გამოწვევა მიღებული პრაქტიკაა, რომელიც ამ შემთხვევაში მიანიშნებს, რომ ურთიერთობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისათვის საჭიროა ელჩთან კონსულტაციები.
საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გაწვევას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შეცდომად აფასებდა:
"ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მას უკრაინის პასპორტი აქვს. მე კი უკრაინის პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ის რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარედ დავნიშნე".
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
კომენტარები