ევროპარლამენტარი და ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრი რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, აუცილებელია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომის გამოსწორება. მისი განცხადებით, პუტინის შეჩერება შესაძლებელია და ახლა მოქმედების დროა.

"პუტინის შეჩერება შესაძლებელია. აუცილებელია ბუქარესტში ნატო 2008 წლის სამიტის გამოსწორება, როცა რამდენიმე წევრი არ დათანხმდა საქართველოსა და ნატოსთვის მაპის მიცემას. ახლა მოქმედების დროა, იმიტომ, რომ პუტინი იყენებს უსაფრთხოების ვაკუუმს და ატერორებს მეზობლებსა და დემოკრატიებს", — წერს ის ტვიტერზე ჰეშთეგით უკრაინა ნატოში.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარდარსალმა განაცხადა, რომ რუსეთმა საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატალიონების მობილიზება მოახდინა, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ვითარება შეაფასეს პენტაგონში და რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებს ესაუბრება.

სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის. ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგას, ანდრეი ტარანს დაუდასტურა მხარდაჭერა და დაგმო რუსული პროვოკაცია. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ესკალაციის შემთხვევაში აშშ უკრაინას არ მიატოვებს.