საქართველოში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 18,2%-ით გაიზარდა — რომელ რაიონებში უჭირთ ადამინებს ყველაზე მეტად
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები 151 ათასი ოჯახისთვის სოციალური შემწეობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 83 296 ადამიანით (18,2%) გაიზარდა და 541 764 შეადგინა — ეს საქართველოს მოსახლეობის 14,5%-ია.
დახმარების მიმღებთა რაოდენობის მოსახლეობის რიცხოვნობასთან შეფარდება აჩვენებს იმას, თუ რამდენად მასშტაბურია სიღარიბე ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში. ბოლო მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია მესტიის რაიონში, სადაც მარტში სოციალური შემწეობა ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა, 65,9%-მა მიიღო.
ასეთია იმ 10 რაიონის ჩამონათვალი, სადაც სოციალურ შემწეობას მოსახლეობასთან მიმართებით ყველაზე მეტი ადამიანი იღებს:
- მესტიის რაიონი — ადგილობრივი მოსახლეობის 65,9%, 6 129 ადამიანი;
- ამბროლაურის რაიონი — მოსახლეობის 48,9%, 4 353 ადამიანი;
- ონის რაიონი — მოსახლეობის 48,7%, 2 968 ადამიანი;
- ლენტეხის რაიონი — მოსახლეობის 47,2%, 2 077 ადამიანი;
- ცაგერის რაიონი — მოსახლეობის 41%, 4 224 ადამიანი;
- ქედის რაიონი — მოსახლეობის 40,5%, 6 839 ადამიანი;
- ხულოს რაიონი — მოსახლეობის 37,9%, 8 901 ადამიანი;
- ზუგდიდის რაიონი — მოსახლეობის 36,1%, 22 504 ადამიანი;
- დმანისის რაიონი — მოსახლეობის 36,1%, 6 860 ადამიანი;
- ხარაგაულის რაიონი — მოსახლეობის 35%, 6 827 ადამიანი;
აღსანიშნავია, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა დაბალი მაჩვენებლით გამოირჩება ქალაქი მცხეთა, სადაც მარტში 305 ადამიანმა მიიღო შემწეობა — ეს ადგილობრივი მოსახლეობის 3,1%-ია. მსგავსი მონაცემი ფიქსირდება ვაკე-საბურთალოს რაიონშიც, თბილისში, სადაც გასულ თვეში დახმარება მოსახლეობის 4,2%-მა მიიღო (10 175 ადამიანი).
რაც შეეხება ბიუჯეტს, მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთათვის 30 150 705 ლარი გადაირიცხა, ეს მონაცემი გასული წლის შესაბამის პერიოდში გაცემულ დახმარებაზე 1 327 114 ლარით მეტია.
2020 წელს მხოლოდ სოციალური დახმარების პროგრამისთვის 339 277 444 ლარი გაიცა, ხოლო მიმდინარე წლის სამი თვის მდგომარეობით ბენეფიციარებისთვის 89 818 591 ლარია გადარიცხული.
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
კომენტარები