ევროპული საქართველო გიგი უგულავამაც დატოვა
ევროპულ საქართველოს კიდევ ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ტოვებს. მისი თქმით, დღეს პარტიის ყრილობას არ დაესწრება, რითიც საბოლოოდ გაფორმდება, რომ პარტია დატოვა.
უგულავა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ წასვლის მიზეზი არჩევნებზე დაბალი შედეგებით გამოწვეული პარტიისთვის საჭირო რეორგანიზაციაა. მისი და დავით ბაქრაძის აზრით, პატიას სჭირდება ლიდერების განახლება, რაც ნიშნავს, რომ ყველა ლიდერი გვერდზე უნდა გადგეს და ახალ თაობას დაუთმოს გზა, რასაც არ ეთანხმება გიგა ბოკერია.
უგულავა ამბობს, რომ პატივს სცემს ბოკერიას გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არა პასუხისმგებლობა, არამედ ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობა ჰქონია. ასევე აღნიშნავს, რომ ბევრ საკითხში თანამოაზრეები არიან, მაგრამ "ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა".
"სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემის აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ.
პარტიას განახლება სჭირდება, განახლება რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ", — წერს უგულავა.
მისივე თქმით, რჩება პოლიტიკაში უპარტიოდ და აგრძელებს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, სხვა პარტიებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად.
დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ ევროპული საქართველო დატოვეს. ისინი პარტიულ ყრილობას არ ესწრებიან. უგულავა ამბობს, რომ პოლიტიკურ კარიერას უპარტიოდ გააგრძელებს, ბარქაძე კი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას არ აპირებს და ევროპული საქართველოდან წასვლის შემდეგ პარტიულ პაუზას იღებს.
ევროპულ საქართველოში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია On.ge-მ 9 თებერვალს გაავრცელა. მაშინ პარტიაში დავით ბაქრაძის წასვლას არ ადასტურებდნენ, თუმცა აცხადებდნენ, რომ არჩევნებზე მიღებული დაბალი შედეგის გამო, პარტიის განახლება და ცვლილებები იყო საჭირო.
ბაქრაძემ 12 თებერვალს განაცხადა, რომ მომდევნო ყრილობაზე არ დააყენებდა კანდიდატურას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მისი თქმით, გადაწყვეტილება განახლების სურვილისა და პასუხისმგელობის გამო მიიღო. იმავე აზრზე იყო გიგი უგულავაც. გიგა ბოკერიას კი მიაჩნია, რომ პარტიის ხელმძღვანელობიდან ასეთ დროს განზე გადგომა, არასწორია.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები