უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. ამასთან, საქართველოს მთავრობამ დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა.

"მანამდე დღესასწაულებია, მოგეხსენებათ. შემდგომ შაბათ-კვირა უწევს, შემდგომ ისევ დღესასწაულია 12 მაისი. შესაბამისად, ეს დღეთა რაოდენობა იქნა ამის მიხედვით გადაწყვეტილი", — თქვა საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.

საბჭოს გადაწყვეტილებითვე, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება კომენდანტის საათიც. ის ქვეყანაში ღამის 21:00-05:00 საათამდე მოქმედებს.