საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალების შექმნის ინიციატივით გამოდის.

"100 წლის თავზე ჩვენ შევქმნათ ერთგვარი ერთიანი მემორიალი, ერთიანი კი არა მრავალი მემორიალები ვაკის პარკში, სადაც დღეს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. იმისთვის, რომ იქ ყველა, ვინც იბრძოლა სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ფორმით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათთვის იყოს ადგილი მიკუთვნილი. ეს იქნება ადგილი, სადაც საშუალება გვექნება, ჩვენს ახალგაზრდა თაობას ვასწავლოთ სწორედ ამ 100 წლის ბრძოლების ისტორია და როცა ჩამოვლენ უცხო სტუმრები, ცოტა უფრო ღირსეულად მივიყვანთ პატივის მისაგებად", — განაცხადა ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე.

მისივე თქმით, ამის თაობაზე წერილი მთავრობის ადმინისტრაციასა და თბილისის მერიაში წერილი უკვე გაიგზავნა.