საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ედინბურგის ჰერცოგის, პრინცი ფილიპის გარდაცვალება მიუსამძიმრა. ამის შესახებ მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

"ღრმად მწუხარებას გამოვთქვამ მისი სამეფო უდიდებულესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინცი ფილიპის გარდაცვალების გამო. საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ სამეფო ოჯახს და ბრიტანელ ხალხს", — წერს ღარიბაშვილი.

დღეს, 9 აპრილს ედინბურგის ჰერცოგი და დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II უინძორის ქმარი, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა.