ფორმულა თანამშრომლებზე თავდასხმას მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს
ფორმულა თანამშრომლებზე თავდასხმას ტელევიზიაში მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა და მანქანიდან არც არაფერი არის წაღებული.
"თავდასხმის დროს ადგილი ჰქონდა გარკვეული სიტყვებისა და ტერმინების გამოყენებას, რომელიც პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა", — განაცხადა ტელევიზიის სპეციალურ ბრიფინგზე, გიორგი თარგამაძემ.
ფორმულას დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, ერთ-ერთ მძღოლ არჩილ ტიბუნაშვილს ღამის 3 საათზე, კომენდანტის საათის დროს დაესხნენ თავს. მეორე მძღოლის ვინაობა კი მისივე სურვილით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ დაასახელეს, თუმცა დირექტორმა აღნიშნა, რომ შესაბამის უწყების წარმომადგენლებს გამოძიებისთვის ინფორმაციას მიაწვდიან.
"მის მანქანას, რომელზეც ფორმულას ლოგოები და მიკროფონის ღრუბელია დამაგრებული, განხორციელდა ვანდალური აქტი. ჩამსხვრეულია ბევრი შუშა, რაც თავისთავად მიუთითებს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. მანქანიდან არც არაფერი არის ამოღებული. ის არის დაზიანებული. ადგილზე მივიდა პატრული, მაგრამ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია, რა ხდება გამოძიების მსვლელობის დროს.
მეორე ფაქტიც უკავშირდება ფორმულას მძღოლს, რომელიც არის ნაცემი. მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები.
სამწუხაროა, რომ ეს გრძელდება მას შემდეგ, რაც ჩვენს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელდა კიდევ ერთი თავდასხმა და ეს არის გაგრძელება ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციისა და ძალადობრივი ფონის მიზეზია, რომელიც, ჩვენი აზრით, ხშირ შემთხვევაში იმ უპასუხიმგებლო რიტორიკას უკავშირდება, რომელიც მმართველ პარტიას აქვს", — განაცხადა გუმბარიძემ ტელეკომპანიის სპეციალურ ბრიფინგზე.
მან სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და დიპლომატიური კორპუსს მედიაზე გახშირებული ძალადობის ფაქტებით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფორმულას თანამშრომლებს თავს ესხმიან. 25 თებერვალს თავს დაესხნენ ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომელსაც ტვინის შერყევა დაუდასტურდა. სანაია ამბობს, რომ თავდამსხმელებისგან პირდაპირი აგრესია იგრძნობოდა ტელევიზიების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ.
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
-
-
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
კომენტარები