ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

"რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ყოველგვარ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ", — განაცხადა თალაკვაძემ.

30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარდარსალმა განაცხადა, რომ რუსეთმა საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატალიონების მობილიზება მოახდინა, რამაც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ვითარება შეაფასეს პენტაგონში და რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებს ესაუბრება.

სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ს და უკრაინის თავდაცვის მინისტრებს შორის. ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგას, ანდრეი ტარანს დაუდასტურა მხარდაჭერა და დაგმო რუსული პროვოკაცია. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ესკალაციის შემთხვევაში აშშ უკრაინას არ მიატოვებს.