ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობლის დღის აღდგენის თარიღთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ დღეს ყველამ პატივი უნდა სცეს.

"1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას", — აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართელოში, კარლ ჰარცელი.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 4 აპრილს სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო, რომელიც მალევე დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა. 9 აპრილს, გამთენიას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის დარბევა დაიწყო. მშვიდობიან, ხელაწეულ დემონსტრანტებს მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები დაუპირისპირეს.

სადამსჯელო ღონისძიებებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 17 ქალია. ქალებს შორის ყველაზე უმცროსები 16 წლის უფროსი კი 70 წლის. იმდროინდელ ბეჭდურ გამოცემებთან ინტერვიუში აქციის მონაწილეები იხსენებენ, რომ ჯარისკაცები ყველაზე აგრესიულები ორსულების და მოხუცების მიმართ იყვნენ.

1991 წლის 9 აპრილს კი, მოსახლეობის ნებაზე დაყრდნობითა და პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და აქტი გამოსცა.

გაიგეთ მეტი: