საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ არ დაუშვან მესამე ტალღა და თავი აარიდონ მკაცრ შეზღუდვებს.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შემზღუდავ ღონისძიებებს, ამის ერთადერთი მექანიზმი არის რეგულაციების დაცვა. პირბადის სწორად ტარება, ყველა ტიპის ხალხმრავალი შეკრებებისგან, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზებისგან თავის შეკავება — ეს ის ელემენტარული დათმობებია, რომელზეც ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გამო უნდა წავიდეთ, მანამ ვიდრე ვაქცინაცია დაგვიცავს. მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ",— თქვა მან.

ბოლო რამდენიმე დღეა საკოორდინაციო საბჭოს წევრები, მთავრობის წარმოამდგენლები და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები ქვეყანაში მესამე ტალღის საშიშროებაზე საუბრობენ. თავის მხრივ, მათი განცხადებები ეხება შესაძლო შეზღუდვებს.

1-ელ აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ კლასტერები გამრავლდა, სააღდგომოდ შემზღუდავი ღონისძიების შემოტანა გახდება საჭირო.

გაიგეთ მეტი: