დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,426 ლარი გახდა, რაც 1,26 თეთრით გაუფასურებას ნიშნავს. ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 0,61 თეთრით გაიაფდა და ერთი ევრო 4,0646 ლარს გაუტოლდა.

აღსანიშვნავია, რომ წლის დასაწყისში არსებულ კურსთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით 15 თეთრით, ხოლო ევროსთან — 4 თეთრით არის გაუფასურებული.

შეგახსნებთ, რომ ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს ხუთი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამურად 187,5 მლნ დოლარი გაყიდა. მათ შორის, ბოლო სავალუტო აუქციონი პირველ აპრილს შედგა, სადაც ეროვნული ბანკის მიერ გამოტანილი 40 მილიონი დოლარიდან 27,5 მილიონი დოლარი გაიყიდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, ცხრა აპრილს შევა ძალაში.