Facebook ახალ ფუნქციებს ხშირად ისე ამატებს აპლიკაციაში, რომ მისი განახლება საჭიროც არ არის. ჯერ კიდევ შარშან ერთ-ერთი ასეთი სატესტო ფუნქცია უცხოელმა მომხმარებლებმა აღმოაჩინეს.

როგორც ჩანს, ფეისბუქი ჯგუფებში კომენტარების UpVote-სა და DownVote-ის უფლებას მოგვცემს. ანუ, თუ ჩავთვლით, რომ რომელიმე კომენტარი კარგი ან სასარგებლოა ჯგუფის წევრებისათვის, ამის გამოხატვას შევძლებთ. ან პირიქით — DownVote-ზე დაჭერით კომენტარის დაწუნებას შევძლებთ.

დღეს სატესტო ფუნქცია ქართველ მომხმარებლებთან გამოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ Facebook ახალ ფუნქციაზე მუშაობას განაგრძობს და სულ მალე შეიძლება ის ყველასთან ვიხილოთ.