ალბათ, ბევრ თქვენგანს ახსოვს, 2019 წლის ივლისის ერთ მშვენიერ დღეს ქართული ინტერნეტსივრცე ერთმა პატარა არსებამ რომ დაიპყრო და უამრავი ადამიანის გული მოიგო.

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში მოქალაქემ არც ისე უჩვეულო ტრავმირებული პაციენტი მიიყვანა სამკურნალოდ.

აი, მისი მკურნალობის მეთოდი კი — პაწაწინა ფიქსატორში ჩასმული ფეხი ბევრისთვის ნამდვილად მოულოდნელი სიურპრიზი იყო, რომელიც დღემდე კარგად გვახსოვს.

ფოტო: ანა ლუკიანოვა / აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა

ფოტო: ანა ლუკიანოვა / აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა

შესაძლოა, აქამდე არც გიფიქრიათ, თუ რა ბედი ეწია მას შემდეგ ამ თათებგაპარჭყულ ზღარბუნას, თუმცა სულ ახალი ფოტოთი დარწმუნდებით, რომ ის თავს შესანიშნავად გრძნობს.

პანდემიის გასულმა მძიმე წელმაც კი ვერაფერი დააკლო!

ფოტო: Vetex - ვეტექსი / Facebook

ფოტო: Vetex - ვეტექსი / Facebook

როგორც კლინიკის წარმომადგენელი აცხადებს, ეს ძვირფასი ზღარბი პოვნის დღიდან მზრუნველ პატრონთან ერთად ცხოვრობს და ამაოების გარდა არც არაფერს უჩივის.