დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 537, ხოლო გარდაიცვალა — 9 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 201 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 20 281, PCR-ით — 13 920.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,23%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 2,03%, ხოლო 7 დღის — 2,5%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 286 406-ს, გამოჯანმრთელდა — 276 084, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 849 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 761 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა;
  • აჭარა — 67;
  • იმერეთი — 59;
  • ქვემო ქართლი — 20;
  • შიდა ქართლი — 24;
  • გურია — 33;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 77;
  • კახეთი — 19;
  • მცხეთა-მთიანეთი — 23;
  • სამცხე-ჯავახეთი — 2;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 447, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 992, აჭარაში — 312, იმერეთში — 313.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 346 პირი, მათ შორის, თბილისში — 172, აჭარაში — 38, იმერეთში — 68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში — 39, აჭარაში — 3, იმერეთში — 10.

314 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 196 — თბილისში, 113 — აჭარაში. 4 088 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 229 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 106, ხოლო აჭარაში — 35.

სულ 6 ოქტომბრიდან — 7 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 24 090 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 270 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 5 031 პირი, აჭარაში — 1 754, იმერეთში — 975.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: