10 რამ, რაც საგაზაფხულოდ უნდა განაახლო
გაზაფხული სიახლეების სეზონია. ბუნება იღვიძებს, ქურთუკებს ვიხდით და მზიან დილას განახლებული ძალებითა და ენერგიით ვიწყებთ. ბუნების შემხედვარეს, ჩვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებისა და ხალისის შეტანის სურვილი გვიჩნდება. თუ გინდა, უმშვენიერესი სეზონისა და სიახლეების სურნელმა შენს ყოველდღიურობაშიც შემოაღწიოს, იხილე 10 რამ, რაც საგაზაფხულოდ უნდა განაახლო:
1. გარდერობი
როგორც კი მზე ზამთრის ძილს თავს დააღწევს, მაშინვე თბილი ქურთუკების შენახვის სურვილი წაგვძლევს. ახალი ტანსაცმელი თავდაჯერებულობასა და გარეთ გასვლის ხალისს გვანიჭებს და ჩვენც დაუზარლად ვრთავთ სარეცხ მანქანას, საშრობსა თუ უთოს, რათა ყოველი დღე გავილამაზოთ.
2. ვარცხნილობა
ახალ ტანსაცმელს ახალი ვარცხნილობა დაამშვენებს, რომლის მოსაწესრიგებლად და მოსავლელად ფენი, თმის სახვევი, თმის უთო და გასასწორებელი ნამდვილად გამოგადგება.
3. კვების რაციონი
გაზაფხულზე ხრაშუნა ხილი და ახალი, წვნიანი ბოსტნეული დღის რაციონის განუყოფელი ნაწილია. გემრიელი საკვები ხომ ხასიათზე დადებითად მოქმედებს, ამიტომ შეგიძლია, ბლენდერები და ჩოპერები მოიმარაგო, რათა პურის საცხობში დაპიწკინებულ უგემრიელესს პურს ვიტამინებით სავსე სასმელი და კერძები მიაყოლო. სასმელი შეგიძლია, მაცივარში შეინახო და საღამოსაც მიირთვა.
4. ურთიერთობები
გაზაფხულზე სიახლეებისა და ცვლილებების შეტანა არც პირად ურთიერთობებში გვაწყენს. მშვენიერ სეზონს კარგი ახალი მეგობრები და ნაცნობები კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს, მათთან კომუნიკაციისთვის კი ახალი სმარტფონი აუცილებლად გამოგადგება.
5. საღამოს რუტინა — ვარჯიში ან სეირნობა
ზამთარში მიძინებული სხეულის გამოსაფხიზლებად ვარჯიში ან უბრალოდ სასიამოვნო გასეირნება საუკეთესო ხერხია. სეირნობისას განსაკუთრებულ კომპანიონობას სმარტ საათები და ფიტნეს ტრეკერები გაგიწევენ, რომელთა წყალობითაც, შენი პროგრესი შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩება.
6. ფლეილისტი
ახალი სიმღერების ფონზე სეირნობას, მეცადინეობასა თუ მუშაობას მაინც არაფერი სჯობს! ახალ სიტყვებსა და მელოდიებს ენერგია, ხალისი და მოტივაცია მოაქვს, ამიტომ ჩართე დინამიკები ან მოიმარჯვე ყურსასმენები და გადაეშვი ახლადაღმოჩენილ კომპოზიციებში.
7. სანახავ ფილმთა სია
დამღლელი დღის შემდეგ, შეგიძლია მეგობრების რეკომენდაციით სანახავ ფილმთა ახალი სია შეადგინო. მოიდგი მიკროტალღურ ღუმელში გამომცხვარი პოპკორნი, ჩართე ტელევიზორი და გადაეშვი ახალ სამყაროში!
8. ენერგია და ხალისი მუშაობისთვის
მზის სხივები და ყვავილების მომაჯადოებელი სურნელი მუდამ გარეთ გვიხმობს, არადა სამუშაოზე კონცენტრირება აუცილებელია! მუშაობისთვის ენერგიის შესავსებად ახალთახალი ნოუთბუქი მშვენიერი გადაწყვეტილებაა, რომელსაც ნამდვილად არ ინანებ.
9. ფოტოები სოციალურ ქსელში
განახლება არც შენს სოციალურ ქსელს აწყენდა! თუ გინდა, სოციალურ ქსელებში შენს მეგობრებს გაზაფხულის განწყობა გაუზიარო, დროა, ციფრული კამერა მოიმარჯვო და ახალი ფოტოების გადაღება დაიწყო!
10. ოთახი
ოთახში დროის დიდ ნაწილს ვატარებთ, ამიტომ ის ჩვენი განწყობის შექმნაში უდიდეს როლს თამაშობს. სიახლეებით სავსე სეზონს განახლებული ოთახი სჭირდება! სანამ ოთახში ახალ ავეჯსა თუ ტექნიკას შეზიდავდე, მტვერსასრუტის ჩართვა არ დაგავიწყდეს! სანამ ძალიან დაცხება, უმჯობესია, მოემზადო და კონდიციონერიც წინასწარ შეიძინო. ეცადე, მტვერს უარყოფითი ემოციები, გამოცდილებები და მოვლენებიც გააყოლო.
ყოველდღიურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით — გაზაფხულზე, სიახლეების შემოტანა და ახალი ფურცლის გადაშლა აუცილებელია. სწორედ ამიტომ ალტა სააღდგომოდ 3-კვირიან აქციას "განაახლე" გთავაზობს. ეწვიე ალტას 9 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, განაახლე ძველი ტექნიკა ახლით და შეიგრძენი გაზაფხულისა და სიახლეების სურნელი.
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
კომენტარები