ალბათ, ბევრჯერ გაგიგიათ, რომ ანიმაციები მხოლოდ ბავშვებისთვისაა. ეს ფრაზა რომ სიმართლეს არ შეესაბამება Pixar-ის ანიმაციების რამდენიმე სცენა მოწმობს, რომელიც იმდენად დამთრგუნველი თუ შოკისმომგვრელია, რომ ნებისმიერი ასაკის მაყურებლის დამწუხრება და აფორიაქება შეუძლია. რა თქმა უნდა, სტატია მძიმე სპოილერებითაა სავსე!

წარმოგიდგენთ 10 სცენას, რომელმაც ჩვენი გულები ნამსხვრევებად აქცია:

1. როდესაც 22 დაკარგული სული გახდა და აღმოვაჩინეთ, რომ სინამდვილეში, "ნაპერწკალი" ცხოვრების გაგრძელების სურვილია

ფოტო: Pixar / Walt Disney Pictures

Soul ნამდვილად გამორჩეული ანიმაციაა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი მომენტი კი იმის აღმოჩენაა, "ნაპერწკალი", რომელსაც ჯო და 22 ეძებდნენ, სინამდვილეში ცხოვრების გაგრძელების სურვილია. ამის გამო 22 დაკარგული სული ხდება.

2. როდესაც სალის ეგონა, რომ ბო დაიღუპა

ფოტო: Pixar / Walt Disney Pictures

Monster's Inc-ის ციცქნა ბო ყველას იმდენად გვიყვარდა, რომ როდესაც სალის ეგონა, რომ პატარა მეგობარი დაკარგა, ცრემლები ვერ შევიკავეთ.

3. როდესაც Ratatouille-ში რემის მამამისმა მკვდარი ვირთხები ანახა

ფოტო: Pixar / Walt Disney Pictures

რემის მამას შვილის ადამიანებთან დაახლოება არ მოსწონს. იმის დასამტკიცებლად, რომ ვირთხებს ადამიანებთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოუტანს, რემი ადამიანების მიერ მოკლული ვირთხების სანახავად მიჰყავს. ამ მომენტში შიში და გაოგნება, ალბათ, ნებისმიერი ასაკის მაყურებელს დაეუფლა.

4. როდესაც მარლინმა ნემოს პოვნის იმედი დაკარგა და დორი მიატოვა

ფოტო: Pixar / Walt Disney Pictures

"არ ვიცი, სად ვარ. არ ვიცი, რა ხდება. მგონი, ვიღაც დავკარგე, მაგრამ ვერ ვიხსენები ვინ", — დორის ხვეწნა-მუდარა და მარტოობის, დავიწყების შიში გულგრილს ვერავის დატოვებს.

5. როდესაც მიგელმა გაიგო, რომ ერნესტმა ჰექტორი მოკლა და მისი სიმღერა მოიპარა

ფოტო: Pixar / Walt Disney Pictures

Coco-ს სიუჟეტის ამგვარ განვითარებას, მგონი, არავინ ველოდით და გაოცებასთან ერთად, შიშიც კი დაგვეუფლა.

6. როდესაც ვუდიმ დამახინჯებული თოჯინები აღმოაჩინა

ფოტო: Pixar / Walt Disney Pictures

Toy Story სათამაშოების ისტორიას გვიყვება, რაც, წესით, საშიში არ უნდა ყოფილიყო. თუმცა დამახინჯებული თოჯინების დანახვისას, შიშთან ერთად სიბრარულიც ვიგრძენით.

7. რაილის დეპრესია

ფოტო: Pixar / Walt Disney Pictures

Inside Out განსაკუთრებით ახლობელი და სევდიანი იმ ადამიანებისთვისაა, რომელთაც რაილის მდგომარეობის ესმით. რაილის დეპრესია იოლად სანახავი ნამდვილად არ ყოფილა.

8. როდესაც კარლმა და ელამ ბავშვის ოთახის მოწყობის შემდეგ შვილი დაკარგეს

ფოტო: Pixar / Walt Disney Pictures

Up-ში მსგავს სცენას, ალბათ, არავინ ელოდა. ბავშვის ოთახის მოწყობისას წყვილის სიხარულის ნახვის შემდეგ, ნაყოფის დაკარგვა მაყურებლისთვის საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა.

9. ბინგ ბონგის გაუჩინარება

ფოტო: Pixar / Walt Disney Pictures

Inside Out-ში რაილის წარმოსახვითი მეგობრის, ბინგ ბონგის გაქრობის სცენამ, ალბათ, ყველა აატირა. "ჩემ მაგივრად მთვარეზე წაიყვანე, კარგი?" — ბინ ბონგის უკანასკნელი სიტყვები გულგრილს ვერავის დატოვებს.

10. ფილმის დასაწყისში მარლინის ცოლისა და დაუბადებელი შვილების სიკვდილი

ფოტო: Pixar / Walt Disney Pictures

Finding Nemo-ს ანიმაციების ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი დასაწყისი აქვს.

ამავე თემაზე: