პარლამენტის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. მამუკა მდინარაძის, ბექა დავითულიანისა და მაია მენაღარიშვილი ინფიცირების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. On.ge-ს ინფორმაციით, Covid-19 დაუდასტურდა პარლამენტის 4 დამლაგებელსაც

ამასთან, მამუკა მდინარაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ მისი ინფიცირება მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა და მსგავსი რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაუშვია.

"მოკლედ, როდესეც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა. ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ", — წერს მდინარაძე.

კორონავირუსი აქვს პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსაც, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფი და შემდეგ იზოლაციაში გადასული პრეზიდენტის ტესტი უარყოფითია.

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 327, ხოლო გარდაიცვალა — 8 ადამიანი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 285 645-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 547-მდე, დღემდე ვირუსს ჯამში 3 840 პირი ემსხვერპლა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: