ინსპექტირების შედეგად, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველომ 2017 წლის თებერვლის თვეში 11 ბიზნესოპერატორს - სამ სასაკლაოს, ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ოთხ ობიექტს, საზოგადოებრივი კვების სამ ობიექტსა და ერთ აგრარულ ბაზარს მუშაობის უფლება შეუჩერა.

სხვადასხვა დარღვევის, მათ შორის, ხორცის ეტიკეტირების წესის დარღვევისა და გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის გამო დაჯარიმდა 34 ბიზნესოპერატორი.

On.ge დაინტერესდა, კონკრეტულად რომელ საწარმოებს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, სად იყო დარღვევები და ამ კითხვით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ. სააგენტოში განაცხადეს, რომ გარკვეული კონფიდენციალობის დაცვის გამო დეტალებზე საუბარი არ შეუძლიათ.

სააგენტოს ცნობით, სულ დოკუმენტურად შემოწმდა 140 ბიზნესოპერატორი, ასევე, მოხდა 110 ინსპექტირება. სააგენტოს ცნობით, შემოწმდა ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები და აგრარული ბაზრები.