ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა სამოქალაქო აქტივისტები, რომელთაც რუსთაველის გამზირზე პროტესტის ნიშნად კარვები აქვთ გაშლილი, ქადაგების დროს შეურაცხმყოფლად მოიხსენია.

"გუშიწინ უწმინდესთან მივდიოდი, გავიარე რუსთაველზე. შეიძლება თბილისი თბილისს აღარა ჰგავს, იმდენი კარავი რა არის, ხომ? რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი? სამწუხაროდ, ცუდი სუნი იდგა, იმიტომ, ეტყობა, იქვე ისაქმებენ რომ მიდიან. ძალიან ცუდი სუნი იდგა და ჩემთვის ეს იყო საშინელება", — თქვა მან.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტებს რუსთავლების გამზირზე კარვები აქვთ გაშლილი. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ. ბოლო რამდენიმე თვეა მათ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომაგენლების კარვებიც დაემატა.