ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები ჩაერთვებიან.

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გამომდინარე საკმაოდ დიდი მოთხოვნიდან ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, ეს არის ქრონიკული დაავადებების მქონე პირების მეტად უფრო ინტენსიური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ამისთვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჩვენს პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად, ვინც ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, დამატებით იმუშავებს შემდეგი კვირის მანძილზე, ჩვენ შევადგენთ სიებს იმ არსებული ბაზებიდან, რომლებიც ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში გაგვაჩნია მრავალი წლის გამოცდილებიდან. ეს სიები განლაგდება NCDC-ის პორტალზე, რითაც პროგრამა შეძლებს იდენტიფიცირებას ყველა იმ ადამიანის, ვისაც აქვს მაღალი რისკი და შესაბამისად, ეს ადამიანები შეძლებენ დარეგისტრირებას", — განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, ხოლო ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეები 25 მარტიდან ჩაერთნენ. ვაქცინაციის პროცესში 2 აპრილიდან ჩართნენ 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებიც.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს გამთენიისას ჩამოიტანეს. ხოლო ჩინური ვაქცინა სინოფარმი ქვეყანამ 3 აპრილს მიიღო.