დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ლაბორატორიულად საქართველოში ბრიტანული შტამის 80 შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა რეალურად, გაცილებით მეტია.

"ცირკულირებს ახალი შტამი, ლაბორატორიულად 80-ზე მეტი შემთხვევაა იდენტიფიცირებული, მაგრამ ეს არის, რაც ლაბორატორიულად იდენტიფიცირდება. რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია, სხვადასხვა შეფასებითი მაჩვენებლით, მათ შორის, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მაჩვნებლით, რაც ჩვენ მოგვდის კვირაში ერთხელ, დღეს ბრიტანული შტამის ცირკულაცია არის საერთო ცირკულირებიდან დაახლოებით 20-30%-ის ფარგლებში", — თქვა მან.

7 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 327, ხოლო გარდაიცვალა — 8 ადამიანი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 285 645-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 547-მდე, დღემდე ვირუსს ჯამში 3 840 პირი ემსხვერპლა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: