დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში დღეს 10 კლასტერია და ყველა მათგანის ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო. მისი თქმით, მსგავსი შეკრებებისგან თავი უნდა შეიკავონ მოქალაქეებმა.

"10 კლასტერია ახლა ქვეყანაში ჩამოყალიბებული სხვადასხვა რეგიონში. ყველა კალსტერის ეპიდაფეთქება დაიწყო ქორწილებიდან და ქელეხებიდან. შევთანხმდეთ რა საზოგადოება, სოლიდარულები ხომ უნდა ვიყოთ? ვთქვათ, რომ ამ ხნის განმავლობაში ამ ტიპის შეკრებებისგან თავი შევიკავოთ, იმიტომ, რომ ინფექცია ცირკულირებს სერიოზულად ქვეყანაში. გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი?", — თქვა გამყრელიძემ.

ბოლო რამდენიმე დღეა საკოორდინაციო საბჭოს წევრები, მთავრობის წარმოამდგენლები და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტები ქვეყანაში მესამე ტალღის საშიშროებაზე საუბრობენ. თავის მხრივ, მათი განცხადებები ეხება შესაძლო შეზღუდვებს.

1-ელ აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ კლასტერები გამრავლდა, სააღდგომოდ შემზღუდავი ღონისძიების შემოტანა გახდება საჭირო.

გაიგეთ მეტი: