Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 2021 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი 4,8 მილიარდ დოლარს ფლობს და მილიარდელთა სიაში 589-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება გასულ წელსაც 4,8 მილიარდი დოლარი იყო, თუმცა 2021 წლის სიაში მისი სარეიტინგო პოზიცია 349-დან 589-მდე გაუარესდა.

ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Forbes-ის მიხედვით

Forbes-ის სიაში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეული ასე გამოიყურება:

  1. ჯეფ ბეზოსი — $177 მილიარდი;
  2. ილონ მასკი — $151 მილიარდი;
  3. ბერნარდ არნაულტი & ოჯახი — $150 მილიარდი;
  4. ბილ გეიტსი — $124 მილიარდი;
  5. მარკ ცუკერბერგი — $97 მილიარდი;
  6. უორენ ბაფეტი — $96 მილიარდი;
  7. ლარი ელისონი — $93 მილიარდი;
  8. ლარი პეიჯი — $91,5 მილიარდი;
  9. სერგეი ბრინი — $89 მილიარდი;
  10. მაკეშ ამბანი — $84,5 მილიარდი;

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.