ხომ არ გინდა ხარჯები 80%-ით შეამცირო? ვის არ უნდა! სწორედ, ამ კონცეფციის ირგვლივ გაერთიანდა Swoop-ის ახალი კამპანია, რომელიც თანხებს მნიშვნელოვნად დაგიზოგავს. Swoop, რომელიც ახლახანს MY.GE-ის ჯგუფში გაერთიანდა ძირეულ ცვლილებებს და მომხმარებლისთვის დიდ სიურპრიზებს გეგმავს, რაც სტარტს აიღებს კამპანიით — ვის არ უნდა. ამ მიმართულებით პლატფორმა გეგმავს გააფართოვოს შეთავაზებების არეალი და მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა მრავალფეროვანი პროდუქტებით დაზოგოს 20%-დან 80%-მდე თანხა, რაც ყოველკვირეულად საშუალოდ 400 ლარამდე დანაზოგის გაკეთების საშუალებას მისცემს.

"მომხმარებელს აქამდე შეეძლო მიეღო უნიკალური შეთავაზებები სილამაზის სალონების, ესთეტიკის ცენტრების, საცურაო აუზების, რესტორნების მომსახურებასა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სასტუმროში განთავსების შესახებ. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მათ რიცხვს კინოთეატრებიც შეემატება, რაც განსაკუთრებით სასიხარულო ამბავია კინოს მონატრებული მაყურებლისთვის", — ამბობს MY.GE-ის ბრენდის და პროდუქტების მარკეტინგის მენეჯერი მარიამ გოგსაძე.

Swoop-ზე თანხის დაზოგვა მარტივია, რამდენადაც პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს ფასდაკლებებს მისთვის ყველაზე საჭირო პროდუქტებსა და სერვისებზე. ხშირად, პლატფორმის მომხმარებელი კვირის განმავლობაში სარგებლობს რამდენიმე შეთავაზებით, რაც ჯამურად მნიშვნელოვანი ფინანსური დანაზოგის გაკეთების საშუალებას აძლევს. სხვადასხვა დღეს შენ შეგიძლია ისარგებლო 35% ფასდაკლებით საცურაო აუზებსა და სპორტულ ცენტრებში; მიიღო 72%-მდე ფასდაკლება სილამაზის სალონებში; შეიძინო ISIS PHARMA-ს პროდუქცია 35%-იანი ფასდაკლებით. დაზოგო თანხის 50% სტომატოლოგიურ მომსახურებაზე; ისწავლო ავტომობილის მართვა 38% ფასდაკლებით; მოიწყო გემრიელი საღამო მეგობრებთან ერთად საუკეთესო რესტორნებში 45%-მდე ფასდაკლებით; დაისვენო სასტუმროებში 70%-მდე ფასდაკლებით და სულ მალე შეიძინო მონატრებული კინოს ბილეთებიც. ვის არ უნდა ასეთი ფასდაკლებები!

დიდი ფასდაკლებების სეზონი უკვე დაწყებულია და შეგიძლია Swoop-ის ვებ.გვერდზე ნახო. გადაათვალიერე შეთავაზებები და მარტივად ნახე საშენო, რათა მიიღო მეტი და დახარჯო ნაკლები.