პანდემიის პირობებში პირბადეები საკმაოდ აქტუალური გახდა და ჩვენ ვიხილეთ უამრავი დიზაინის მქონე ნიღაბი, როგორც მოდის, ასევე ტექნოლოგიური სამყაროდან.

The Black Eyed Peas-ის ერთ-ერთმა მთავარმა წევრმა Willi.i.am-მა Honeywell-თან თანამშრომლობით 300 დოლარიანი პირბადე გამოუშვა, რომელსაც ჩაშენებული, აქტიური ხმის ჩამხშობიანი ყურსასმენებიც აქვს.

დიზაინზე Jose Fernandez-მა იმუშავა, ამ ადამიანს ეკუთვნის SpaceX-ის სკაფანდრების დიზაინიც. Xupermask აღჭურვილია ორი ვენტილატორითა და HEPA ფილტრებით. ამ ყველაფერს ემატება უსადენო ყურსასმენები, აქტიური ხმის ჩამხშობით, მიკროფონითა და Bluetooth 5.0 კავშირით.

Razer-ის ნიღბის მსგავსად, Xupermask-საც ექნება LED განათება, რომელიც მას უფრო მეტად სძენს ფუტურისტულ ვიზუალს.

ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში პირბადის გაყიდვა 8 აპრილს დაიწყება და ის ორ, შავ და თეთრ ფერში იქნება ხელმისაწვდომი.