თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრის გამო მოსახლეობის ევაკუაციის საჭირო არაა. კალაძის თქმით, კონკრეტული პირები პანიკის დათესვას ცდილობენ.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოსახლეობის ევაკუაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. თუ რამე საფრთხე იქნებოდა, პირველები ჩვენ ვიქნებოდით, ვინც ნაბიჯებს გადადგამდა. აქაც ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაციები, პანიკის დათესვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ აუცილებელია ევაკუაცია და ა.შ. მათ ნამუსზე იყოს, ვინც ამ განცხადებებს ავრცელებდა", — აღნიშნავს კალაძე.

17 მარტს ფორუმზე გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის ფერდობზე ნაპრალები გაჩნდა. ფოტოების გავრცელებამდე, დილით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდებოდა.

მეწყრის შესასწავლად ჩამოსულები იყვნენ გერმანელი ექსპერტებიც. პროცესს მონიტორინგს უწევდნენ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებიც.

ამავე თემაზე: