ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღის ნეგატიური მოლოდინი აისახება ყველაფერზე: ბიზნესზე, დასაქმებაზე, ლარის კურსზე

"მესმის ეს ნეგატიური მოლოდინები, ჩვენ შედარებით მშვიდი პერიოდის შემდეგ სხვა ქვეყნების მსგავსად ვდგავართ მესამე ტალღის საფრთხის წინაშე. ეს ნეგატიური მოლოდინი ყველაფერზე აისახება, ბიზნესზე, მცირე თუ საშუალო მეწარმეების გეგმებზე, დასაქმებაზე, უფრო პესიმისტურად აფასებენ ინვესტორები ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას, აისახება იგივე ლარის კურსზე, რომელიც თავის მხრივ იმპორტირებული საქონლის ფასებზე აისახება. რაც შეეხება მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ვითარების სრულიად ადეკვატური", — განაცხადა თურნავამ ღამის კურიერში.