6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

აჭარაბეთმა ყველა სპორტსმენს, გულშემატკივარს და სპორტის მოყვარულს ეს დღე მიულოცა.

რა არის სპორტი შენთვის? — ამ შინაარსის მქონე ვიდეო კომპანიის იუთუბარხზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ცნობილი ქართველი სპორტსმენები საუბრობენ, თუ რას ნიშნავს ეს სფერო მათთვის.

კომპანიის განცხადებით, აჭარაბეთისთვის სპორტი "ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა" და იგი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ამ სფეროს განვითარებას. ამ მხრივ, განსაკუთრებით პრიორიტეტულია ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა. ამიტომ, კომპანია ცდილობს, გაზარდოს მათი ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებებსა და ტურნირებში.

სწორედ ამ მიზნით შეუერთდა კომპანია გაეროს ინიციატივას, რომელიც სპორტის საშუალებით მსოფლიოში მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისაკენ არის მიმართული.

2014 წლის შემდეგ ყოველწლიურად 6 აპრილს "სპორტი განვითარებისა და მშვიდობისთვის" მსოფლიო დღე (IDSDP) აღინიშნება. თარიღი სიმბოლურია — პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები 1896 წელს სწორედ 6 აპრილს დაიწყო.

წელს ეს ღონისძიება განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. "მხოლოდ ერთად შეგვიძლია, ვითამაშოთ და ვიზეიმოთ ისევ" — ასეთი გზავნილი აქვს გაეროს მიერ დაწესებულ დღეს 2021 წელს, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო სპორტული ღონისძიებების ტრადიციული ფორმით ჩატარება კვლავ შეუძლებელია.

ვირტუალური კამპანიის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ სოციალურ მედიაში გამოაქვეყნოთ ფოტო ან ვიდეო, რომლითაც ახსნით, რა როლი აქვს სპორტს თქვენს ცხოვრებაში. ორგანიზატორები გთხოვენ, საჯაროდ გამოქვეყნებული პოსტის აღწერაში გამოიყენოთ ჰეშტეგები #OnlyTogether და #SportDay.