ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურდა.

დღეს დადგენილი კურსის მიხედვით, ერთი დოლარის ღირებულება 3,4069 ლარი გახდა, რაც 1 თეთრით გამყარებას ნიშნავს. ევროს მიმართ კი, ეროვნული ვალუტა 0,96 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევრო 4,0232 ლარს გაუტოლდა.

ლარის კურსის დოლართან მიმართებით გამყარება მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველ აპრილს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 27,5 მლნ დოლარი გაყიდა. მიმდინარე წელს სულ ხუთი სავალუტო ინტერვენცია განხორციელდა და ბაზარს ჯამურად 187,5 მლნ დოლარი მიეწოდა.

სებ-ის მიერ დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ხვალ, შვიდ აპრილს შევა ძალაში.