სტოლტენბერგი: რუსეთმა უკან უნდა წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება
დღეს, 16 თებერვალს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით ნატოს ჯგუფთან ერთობლივი მუშაობით:
"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს პარტნიორობა ორმხრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ. ნატო საქართველოს უწევს დახმარებას თავდაცვის ინტიტუტების მშენებლობასა და რეფორმების განხორციელების პროცესში. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს".
ნატოს გენერალურმა მდივანმა ყურადღება რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე გაამახვილა და რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს:
"ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ინტენსიური ურთიერთობების გამო. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები. ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივად მუშაობას და უზრუნველვყობთ პრაქტიკული ინსტრუმენტებით, რათა დავეხმაროთ საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებაში".
ბრიუსელში შემაჯამებელ ბრიფინგამდე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელშიც ლევან იზორია თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად მონაწილეობდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები