მოძრაობა სირცხვილია ბათუმში მსვლელობას აწყობს და ე.წ. კომენდანტის საათს არღვევს. ისინი გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას მოითხოვენ.

მათ მსვლელობა სირცხვილიას ოფისიდან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობამდე მოაწყვეს.

სირცხვილიას რეგიონულ ოფისს ბათუმში აქცია 3 აპრილსაც ჰქონდა, თუმცა იქ პოლიცია შეიჭრა. ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობდნენ, რომ პოლიციამ მათზე ფიზიკურად იძალადა, ასევე, დაზიანებულია ოფისის კარი.

ბათუმში გირჩის აქტივისტი, ირაკლი კუკანიამ On.ge-სთან თქვა, რომ პოლიციელებმა მას წიხლი დაარტყეს. ის დაკავებულიც იყო, თუმცა განყოფილებიდან ხელწერილით გამოუშვეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ განხორციელებულ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.