ამერიკული ორგანიზაიცა IRI-ის კვლევის თანახმად, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ხმები ნახევრად არის გაყოფილი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კითხვაზე უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე, მოსახლეობის 45% სრულად ან ნაწილობრივ უჭერს, ამდენივე პროცენტი წინააღმდეგია. კერძოდ:

  • 25% — სრულად ეთანხმება;
  • 20% — ნაწილობრივ ეთანხმება;
  • 12% — ნაწილობრივ არ უჭერს მხარს;
  • 33% — აბსოლუტურად არ უჭერს მხარს;
  • 9%-ს — კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ფოტო: სქრინშოტი/IRI

25% პასუხობს, რომ სრულიად ეთანხმება; 20% ნაწილობრივ ეთანხმება; 12% ნაწილობრივ არ ეთანხმება; 33% კი სრულიად არ ეთანხმება; 9% – არ იცის/არ აქვს პასუხი.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ს მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი.