IRI-ს კითხვაზე, თუკი არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს, ორივე მათგანს ერთნაირი კვალიფიკაცია აქვთ, გარდა იმ განსხვავებისა, რომ ერთი ქალი და მეორე კი კაცი, რომელ კანდიდატს დაუჭერდით მხარს — 20% უპასუხა, რომ კაც კანდიდატს დაუჭერდა, 13% — ქალს, 66%-სთვის მნიშვნელობა არ აქვს, 1%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ფოტო: სქრინშოტი/IRI

რაც შეეხება კითხვას, უნდა იყოს თუ არა მეტი ქალი ქართულ პოლიტიკაში — 36%-მა დადებითად უპასუხა, 40%-ს მიაჩნია, რომ ქალთა ისეთივე რაოდენობა უნდა იყოს პოლიტიკაშიც, რამდენიც ახლაა, 13%-ის აზრით, ნაკლები ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში, 11%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ფოტო: სქრინშოტი / IRI

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ს მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი.