IRI-ს კითხვაზე ეთანხმებით თუ არა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) თავის საქმეს სანდოდ ასრულებს 17% ეთანხმება, 30% ნაწილობრივ ეთანხმება, 20% გარკვეულწილად არ ეთანხმება, 23% კატეგორიულად არ ეთანხმება, 10%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

ფოტო: სქრინშოტი/IRI

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ს მიერ.

მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი.