საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის 60 პროცენტი პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტს მხარს არ უჭერს. აღნიშნულ მონაცემში შედის როგორც სავსებით ისე ნაწილობრივი

კვლევის მიხედვით, ბოიკოტს სრულიად მხარს უჭერს 15 პროცენტი, ნაწილობრივ მხარს უჭერს 11 პროცენტი, ნაწილობრივ მხარს არ უჭერს 18 პროცენტი, სავსებით არ უჭერს მხარს 42 პროცენტი. ამასთან, 14 პროცენტმა არ იცის ან პასუხი არ აქვს.

ფოტო: IRI

ბოიკოტის მხარდამჭერებს შორის 17 პროცენტი მხარს უჭერს დაკარგული ხმების დაცვისთვის, 14 პროცენტი მთავრობის ცვლილებისთვის, 11 პროცენტი არჩევნების შედეგების ანულირებისთვის, 7 პროცენტი განმეორებითი არჩევნებისთვის, 7 პროცენტი სამართლიანობის აღდგენისთვის, ხოლო 44 პროცენტს პასუხი არ აქვს ან არ იცის.

ფოტო: IR

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ს მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი