ამერიკული ორგანიზაცია IRI-ს ბოლო კვლევაში ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ქართველ პოლიტიკოსებს შორის 65%-ით პირველ ადგილს იკავებს. რეიტინგში მას საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე უსწრებს, მესამე ადგილს კი თბილისის მერი, კახა კალაძე იკავებს.

ფოტო: სქრინშოტი IRI

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ს მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2,5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი.