ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ რთულია წინასწარ პროგნოზირება, რას გადაწყვეტს მოსამართლე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე. უგულავას თქმით, მოლოდინი აქვს, რომ მელია საპატიმროს დატოვებს.

"ნიკა მელიას ისევე როგორც დაპატიმრება, ასევე გათავისუფლება არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური აქტი. მას სამართალთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, არ აქვს და არც ექნება. ამიტომ, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ძნელია, სამწუხაროდ, პროგნოზირება. ყველა შემთვევაში, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. ის უბრალოდ გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაც, საბოლოო ჯამში, ივანიშვილის მისაღებია [...] მე მაინც მოლოდინი მაქვს და იმედი მაქვს, რომ ნიკას 8-ში გარეთ ვიხილავთ", — განაცხადა უგულავამ TV პირველთან საუბრისას.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს, 11:00 საათზე გაიმართება.