შვებულებიდან დაბრუნებისას ზოგს საჩუქრების მაღაზიაში ნაყიდი იაფფასიანი ნივთები მოაქვს, ზოგს კი, შესაძლოა, გიგანტური რვაფეხას მიერ დატოვებული შრამები წამოყვეს.

ყოველ შემთხვევაში, სწორედ ეს დაემართა 34 წლის ლენც კარლსონს პერტიდან, რომელიც ოჯახთან ერთად დანსბორში ისვენებდა. New York Times-ის მიხედვით, 18 მარტს მან სანაპიროს მეჩხერ წყლებში რვაფეხა დაინახა და სცადა, თავის 2 წლის შვილთან ერთად მიახლოებოდა მას.

აი რა მოხდა შემდეგ:

კარლსონმა თავის შვილთან ერთად მშვიდად დაიხია უკან. მოგვიანებით კი მან წყალქვეშ ცურვა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს დაესხა თავს რვაფეხა გეოლოგს. NYT-სთან ინტერვიუში მან ქმნილება აღწერა, როგორც "ყველაზე გაბრაზებული რვაფეხა".

ოკეანეში გასვლისას მან ფსკერზე კიბორჩხალების ქერქების გროვა დაინახა — სწორედ ამ გზით ცდილობს რვაფეხა თავისი სამალავის დაფარვას. ცოტა ხანში მას მოულოდნელად დაესხა თავს რვაფეხა — ამ არსებამ კარლსონს ორჯერ შეუტია და კისერზე, ზურგსა და მკლავებზე დაარტყა,

გარდა დაწითლებებისა, დარტყმის ადგილას კარლსონმა დასუსხვაც იგრძნო. "სუსხვის შეგრძნებამ თითქმის მომენტალურად გაიარა", — ამბობს იგი.

ორეგანოს უნივერსიტეტის რვაფეხების მკვლევარმა ჯუდიტ პანგორმა NYT-ს განუცხადა, რომ რვაფეხებს საცეცებში შხამი არ აქვთ, ამიტომ იგი ფიქრობს, რომ კარლსონს მედუზაც დაესხა თავს.

მაგრამ, რვაფეხას აგრესიული ქმედება სულაც არაა გასაკვირი. ბოლოსდაბოლოს, ეს არსებები ხომ სრულიად უმიზეზოდ ურტყამენ ხოლმე თევზებს.

დარტმაუტის კოლეჯის კოგნიტური ნეირომეცნიერებების პროფესორი, პიტერ ულრიკ ცე, რომელიც ასევე რვაფეხების ქცევით თავისებურებებსაც სწავლობდა, ფიქრობს, რომ ეს ქმნილება ვიდეოში სულაც არ ცდილობს, რამე ავნოს ადამიანს.

"ჩემი აზრით, ვიდეოში რვაფეხა კარლსონს გაფთხილებას აძლევს — "უკან დაიხიე", — აღნიშნა მან NYT-სთან ინტერვიუში. "რვაფეხები ასე იქცევიან ხოლმე, როდესაც მათ სივრცეში თევზი, სხვა რვაფეხა ან ადამიანი იჭრება. ჩემი აზრით, იგი უბრალოდ აფრთხილებს ადამიანს და მისთვის რაიმე ზიანის მიყენებას სულ არ გეგმავს".