ოზერგეთში დედა ორ შვილთან ერთად ავტოავარიაში მოყვა. ქალი გარდაიცვალა, ხოლო ბავშვები კლინიკაში არიან გადაყვანილნი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.