ლილოს დასახლებაში აფეთქება მოხდა. ქალი, რომელიც შედეგად დაშავდა, კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა. აფეთქება 8-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი და უსაფრთხოების მიზნით, მოხდა მთელი სადარბაზოს ევაკუაცია.

არსებული ინფორმაციით, ამჟამად მოწმდება კორპუსის მდგრადობა.