სირცხვილია აქციისთვის საჭირო აპარატურას ამონტაჟებს, სცენის დადგმის საშუალებას პოლიცია ისევ არ აძლევს
სირცხვილია და პოლიცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-კონცერტისთვის საჭირო აპარატურის განთავსებაზე შეთანხმდნენ, თუმცა აქტივისტებს სცენის დადგმის საშუალებას კვლავ არ აძლევენ.
პოლიცია აქციის ორგანიზატორებს სცენის დადმის საშუალებას იმ მიზეზით არ აძლევს, რომ გზა გადაიკეტება, თუმცა სირცხვილიას განცხადებით, სცენა სამანქანო გზას ხელს არ შეუშლის.
დღეს, 17:00 საათიდან საპროტესტო აქცია სხვადასხვა ადგილზე ერთდროულად იწყება და მოქალაქეები მსვლელობით სწორედ რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან, სადაც მთელი ღამის განმავლობაში აქცია-კონცერტი იქნება. ისინი ასე კომენდანტის საათს გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დაუსრულებელი კომენდანტის საათი აუარესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და გადაადგილების შეზღუდვა ანგრევს ეკონომიკას.
"თვითდასაქმებულ ადამიანებს შეგვიმცირდა ან სრულად წაგვერთვა თავის და ოჯახის რჩენის საშუალება. კომენდანტის საათის გამო ხელოვნურად იტვირთება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასში მყოფი ადამიანები არიან დაავადების საფრთხის ქვეშ. გვატყუებენ, რომ "ევროპაშიც ასეა". სინამდვილეში კომენდანტის საათი და გადაადგილების შეზღუდვა ამ მთავრობის პოლიტიკური იარაღია. პანდემიის კონტროლის ნაცვლად გვაკონტროლებენ ჩვენ", — აცხადებენ აქტივისტები.
პარლამენტისკენ მსვლელობა 17:00 საათზე სამი სხვადასხვა ადგილიდან დაიწყება:
- ვასო გოძიაშვილის (წითელი) ბაღი — სირცხვილია;
- ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი — სოცაფეთქება, დროა;
- ვაკის პარკი — გირჩი — მეტი თავისუფლება.
მსვლელობები ერთმანეთს შეუერთდება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საერთო მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ, 18:00 საათზე. ხოლო 21:00 საათზე შეკრებილები დემონსტრაციულად დაარღვევენ კომენდანტის საათს.
საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკით დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებისთვის ქართული ბენდები და ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ:
- Killage;
- Loudspeakers;
- რეზო და ბავშვები;
- St. Nudes;
- წერილი;
- რობი კუხიანიძე;
- შოთა ადამაშვილი;
- რეზო კიკნაძის ბენდი;
- Skyra;
- Boya;
- Trotsky;
- Frankie Beatnik;
- Vasil;
- Tobako Tween;
- Nio.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღამის განმავლობაში, აქცია უზუნველყოფილი იქნება ყველა საჭიროებით: საკვები, სასმელი, გათბობა, ბიოტუალეტები და ა.შ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები