პოლიცია პარლამენტთან სცენის დადგმის საშუალებას არ გვაძლევს — სირცხვილია
მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონოდ ზღუდავს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას და მათ პარლამენტთან სცენის დადგმის საშუალებას არ აძლევს. აქტივისტები განმარტავენ, რომ სცენა სამანქანო გზას ხელს არ უშლის.
მათივე ინფორმაციით, პოლიციამ უთხრა, სცენა კიბეებთან დაედგათ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან კიბეებთან კარვებია განთავსებული. როგორც აქტივისტები ამბობენ, შსს-ს პოზიციაა, რომ სცენის გაშლა ხელს შეუშლის სამანქანო მოძრაობას.
On.ge-დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებისგან პასუხს ველოდებით და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 17:00 საათიდან საპროტესტო აქცია სხვადასხვა ადგილზე ერთდროულად იწყება და მოქალაქეები მსვლელობით სწორედ რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან, სადაც მთელი ღამის განმავლობაში აქცია-კონცერტი იქნება. ისინი ასე კომენდანტის საათს გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დაუსრულებელი კომენდანტის საათი აუარესებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას და გადაადგილების შეზღუდვა ანგრევს ეკონომიკას.
"თვითდასაქმებულ ადამიანებს შეგვიმცირდა ან სრულად წაგვერთვა თავის და ოჯახის რჩენის საშუალება. კომენდანტის საათის გამო ხელოვნურად იტვირთება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასში მყოფი ადამიანები არიან დაავადების საფრთხის ქვეშ. გვატყუებენ, რომ "ევროპაშიც ასეა". სინამდვილეში კომენდანტის საათი და გადაადგილების შეზღუდვა ამ მთავრობის პოლიტიკური იარაღია. პანდემიის კონტროლის ნაცვლად გვაკონტროლებენ ჩვენ", — აცხადებენ აქტივისტები.
პარლამენტისკენ მსვლელობა 17:00 საათზე სამი სხვადასხვა ადგილიდან დაიწყება:
- ვასო გოძიაშვილის (წითელი) ბაღი — სირცხვილია;
- ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი — სოცაფეთქება, დროა;
- ვაკის პარკი — გირჩი — მეტი თავისუფლება.
მსვლელობები ერთმანეთს შეუერთდება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საერთო მსვლელობით გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ, 18:00 საათზე. ხოლო 21:00 საათზე შეკრებილები დემონსტრაციულად დაარღვევენ კომენდანტის საათს.
საპროტესტო აქცია ცოცხალი მუსიკით დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებისთვის ქართული ბენდები და ელექტრონული მუსიკის არტისტები დაუკრავენ:
- Killage;
- Loudspeakers;
- რეზო და ბავშვები;
- St. Nudes;
- წერილი;
- რობი კუხიანიძე;
- შოთა ადამაშვილი;
- რეზო კიკნაძის ბენდი;
- Skyra;
- Boya;
- Trotsky;
- Frankie Beatnik;
- Vasil;
- Tobako Tween;
- Nio.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღამის განმავლობაში, აქცია უზუნველყოფილი იქნება ყველა საჭიროებით: საკვები, სასმელი, გათბობა, ბიოტუალეტები და ა.შ.
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
კომენტარები