აშშ-ს კაპიტოლიუმი სრულად ჩაკეტილია მას შემდეგ, რაც უცნობმა პირმა ავტომანქანით ბარიკადების გარღვევა სცადა, რა დროსაც ორ პოლიციელს დაეჯახა. როგორც BBC წერს, კაპიტოლიუმისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კაპიტოლიუმის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა მანქანიდან გადმოსვლისას დანა ამოიღო, რა დროსაც მოკლეს. დაიღუპა ერთი პოლიციელი, რომელსაც მანქანით დაეჯახნენ, მეორე კი კლინიკაშია. თავდამსხმელის იდენტიფიცირება ჯერ ვერ მოხერხდ

ინციდენტი სამი თვის თავზე მოხდა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმზე იერიში მიიტანეს და შენობაში შეიჭრნენ. მას შემდეგ კაპიტოლიუმის გარშემო უსაფრთხოების ზომები გაზრდილია.